ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადმოიყვანეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა

- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი რამდენიმე წუთის წინ გადმოიყვანეს. როგორც STV NEWS-მა გაარკვია პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით გადაყვანილ იქნა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც განაგრძობს შემდგომ მკურნალობას.




