ყოფილ სასულიერო პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

- იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულს ყოფილ სასულიერო პირს, ლევან ჯალაღონიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში ლევან ჯალაღონიამ უკანონოდ მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა და მათი საჯაროდ გავრცელების მუქარით დაზარალებულს ახალი ფოტოსურათების მისთვის გადაგზავნას და შეხვედრას აიძულებდა.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ იძულება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს თანამშრომლებმა ლევან ჯალაღონია გუშინ დააკავეს და ის ზაჰესის წინასწარიბდაკავების იზოლატორში იმყოფება.




