ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

- ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედია ამის შესახებ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება კორონავირუსზე 227 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 42-ს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსზე 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ათი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს საავადმყოფოდან სამი ადამიანი გაეწერა, გამოჯანმრთელდა თვითიზოლაციაში მყოფი 12 პირი.



