ტიკარაძე: სკოლები დაიხურება, თუ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ

- ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სკოლები თუ არ გაითვალისწინებენ გაცემულ რეკომენდაციებს, სახელმწიფოს ექნება რეაგირება და შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაც დაიკეტოს.
“ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას. რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება და აღსრულდება”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან, საბავშვო ბაღებში კი ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან განახლდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან – ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის – არავითარ შემთხვევაში!


