ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დღეს სოფელ ახუთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მეორე ახუთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით 3.კმ.ზე ხორციელდება.
პროექტი მდინარე ოჩხომურსა და ზანაზე ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგ.განვითარების ფონდის მიერ 2 900 088 ლარით ფინანსდება.
პროექტი გარდამავალია და 2021 წლის ნოემბერში დასრულდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გზის ბეტონის საფარით სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ასევე სოფელ კირცხში.




