წალენჯიხის საბავშვო ბაღებში მოძველებული სათამაშო ინვენტარის ახლით შევსება დაიწყო

- განახლებული სათამაშო ინვენტარი ამ ეტაპზე ქალაქ ჯვარის N 1,N 2, N3 და N5 საბავშვო ბაღებში დარიგდა. ახალი სათამაშო ინვენტარი წალენჯიხის სკოლამდელი, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნულ დაწესებულებებში საჩუქრები დაარიგეს: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან დადიანმა, ქ. ჯვარის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ლიპარტიამ და სკოლამდელი, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ.
საბავშვო ბაღებში სათამაშო ინვენტარის განახლება სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც განხორციელდება.




