ლენჯერის კლასტერი ორი ახალი ინფიცირებულით გაიზარდა

- ლენჯერის კლასტერი ორი ახალი ინფიცირებულით გაიზარდა, ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.
მუნიციპალიტეტში მოქალაეების მასიური ტესტირება მიმდინარეობს, ამ დროისთვის სულ 4000-მდე ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, პროცესი გრძელდება. დღეს ჩაკეტილ ლენჯერში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წითელ ჯვართან ერთად პროდუქტების დაარიგებას დაიწყებს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის სვანეთში სულ 40 ინფიცირებულია გამოვლენილი.




