“ფერების ფესტივალი – 2020” სენაკში

- ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით გამართული, მასშტაბური სახალისო და გასართობი ღონისძიებით – ფერების ფესტივალით აღინიშნა.
ფერად ფესტივალს, ახალგაზრდებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეზღუდვების შემდეგ გამართულმა პირველმა მასშტაბურმა აქტივობამ დიჯეის, კაშკაშა ფერების, ენერგიული მუსიკის, მხიარულებისა და უსაზღვრო ემოციის ფონზე ჩაიარა. ფერადი ფესტივალი 2020, სენაკში, ფოიერვერკით დასრულდა.





