ჩაკეტილი მესტია და საცობი მესტია-ზუგდიდის გზაზე

- ზემო სვანეთი კორონავირუსის ახალი შემთხხვევების გავრცელებასთან დაკავშირებით მთლიანად ჩაიკეტა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში კარანტინია გამოცხადებული, მესტიის მუნიციპალიტეტს ტოვებენ ტურისტები. სწორედ ამის გამო მესტია-ზუგდიდის გზაზე საცობებია.
ცნობისთვის, ის ვინც სვანეთს დატოვებს, სავალდებულო 2 კვირიან კარანტინში წასვლა მოუწევს.
შეიზღუდა გადაადგილება დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, გამოსვლის შემთხვევაში კი ყველა ვალდებული იქნება კარანტინი გაიაროს.



