სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

- „ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემილოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. ამ შეხვედრის შემდეგ მაქვს კონკრეტული შეხვედრა საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.




