სენაკში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში პროექტები ხორციელდება

- სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 54-ივე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გეჯეთი-წყემის დამაკავშირებელ გზაზე და მეურნეობის უბანში, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ასევე, დასრულებულია მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბათარიას უბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი.
უახლოეს დღეებში, სახარბედიოს უბანში, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრის რეაბილიტაციისა და საოდიშარიოს უბანში, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ შუა ნოსირში, საბავშო ბაღის შენობისა და მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია. უახლოეს დღეებში, საბესელიოსა და საკილასონიოს უბნებში, დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები.
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ისულასა და საგადელიოს უბანში, გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები დასრულებულია. აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შპს ,,მშენსერვისი – 7“ ახორციელებს. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის პრიორიტეტები მოსახლეობამ თავად განსაზღვრა.




