მეექვსე დღეა მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს უშედეგოდ ეძებენ

- მეექვსე დღეა მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს ადგილობრივი მოსახლეობა, მაშველები და პოლიციელები ისევ უშედეგოდ ეძებენ. მოზარდი 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.
ოჯახის თქმით, ილია ფილფანი მესტიისა და სოფლ ლენჯერის შემოგარენში მთებიდან ველოსიპედით ხშირად ეშვებოდა. ამიტომ 5 დღიანი სამძებრო სამუშაოები, ძირითადად, მდინარე მესტია ჭალას სანაპირო ზოლზე და მთებში, საცალფეხო ბილიკებზე მიმდინარეობდა. თუმცა მაშველებმა და მოხალისეებმა მის კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.
ოჯახი არაფერს გამორიცხავს და მესტიის ცენტრში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვს.




