გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სენაკში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლადგაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა.
ლევან დავითაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა, რომელთაც, ნოსირის ადინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენეს. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანია „ინტერაგრომ“ , ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, სახელმწიფოსგან – 230 000 ლარის დაფინანსება მიიღო.
შპს „ინტერაგრო“ – შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, ბაღის გაშენებისთვის, 500 000 ლარის აგროკრედიტი მიიღო, 200 000 ლარი – ბენეფიციარის ინვესტიციაა. ამ ეტაპზე, საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული.
მსგავსი სიახლეები

პრემიერმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იქნება


