განმუხურის აკვაპარკში საზაფხულო სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

- საზაფხულო სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. განმუხურის აკვაპარკმა დღეს ბავშვებს ზუგდიდის მასშტაბით უმასპინძლა.
განახლებულ აკვაპარკს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია სტუმრობდნენ. დღეს, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ აკვაპარკით სარგებლობა. მუსიკალურ განწყობაზე კი DJ იზრუნებს.
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, აკვაპარკში ერთდროულად 200 -ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება და დილის 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იმუშავებს. (გარდა წვიმიანი ამინდისა). აკვაპარკ ,,ანაკლიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.
წელს ანაკლიის აკვაპარკი მთელი სეზონის განმავლობაში საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მოემსახურება დამსვენებლებს. 3 წლამდე ბავშვებისთვის უფასო იქნება, 9 წლამდე – 5 ლარი, ხოლო სხვა მომხმარებლებისთვის კი მთელი დღის განმავლობაში გადასახდელი თანხა 15 ლარს შეადგენს.






