ექსკლუზივი: 2020-ის არჩევნებზე, სამეგრელოდან სამი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

- სამეგრელოს რეგიონს საქართველოს პარლამენტიში სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. მმართველ გუნდს კი სავარაუდოდ შერჩეული ჰყავს ის კანდიდატები, რომელთაც არჩევნებამდე ამომრჩევლებს ოფიციალურად წარუდგენს.
STV.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და აბაშაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება. თავად მოწერელია კი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მსგავსი სახის კონსულტაციები მასთან ჯერ არ გამართულა.
რაც შეეხება ფოთს, ხობსა და სენაკს – აქ სავარაუდოდ ფოთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია იბრძოლებს.
მმართველი გუნდიდან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს.
როგორც STV.GE-ს ექსკლუზიურმა წყარომ განუცხადა, შესაძლოა კანდიდატთა ვინაობა შეიცვალოს და ეს არ იყოს საბოლოო, თუმცა მმართველი გუნდის კულუარებში აღნიშნულ სამ კანდიდატზე კეთდება ძირითადი აქცენტი. “ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის სამეგრელოში 20 ივლისს წარადგენს.
მსგავსი სიახლეები

კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12-ვე პუნქტის 100%-ით შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს, მეტიც უკრაინასა და მოლდოვას შარშან უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს

ზუგდიდში H1N1-ის სამი შემთხვევა დაფიქსირდა


