ზუგდიდში, თავისულფებისა და აღმაშენებლის ქუჩების მონაკვეთზე წყალარინების ქსელი მოეწყობა

- ზუგდიდში, თავისულფებისა და აღმაშენებლის ქუჩების მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოსაწყობად მიმდინარეობს პროექტირება. უახლოეს დღეებში საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თავისუფლების ქუჩის მაცხოვრებლებს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა დავით შელეგიამ მიაწოდა. თანხები სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ და აცხადებენ რომ მათ აღნიშნული მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა პრობლემა ამდრომდე მოუგვარებელია.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაკეთილი ქონდათ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
მსგავსი სიახლეები

მამუკა წოწერია: ზუგდიდში წყლის, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობის პრობლემები კომპლექსურის პროექტებით მოვაგვარეთ


