აკაკი გოგსაძე – აგრო მიმართულების სტუდენტებს უკეთ უნდა გავაცნოთ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის მეთოდები

- ,, აგრო მოტორსი“ მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ სოფლის მეურნეობის დარგში. გვაქვს სურვილი, რომ გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი იმისათვის, რომ კარგად გაიცნონ ახალგაზრდებმა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ხელი შეუწყოთ დარგის პოპულარიზაციას რეგიონში. Fao-სთან ერთად, სტუდენტებისთვის დაიგეგმა თეორიული და პრაქტიკული აქტივობები. მიმართულება ეხებოდა როგორც ტრაქტორების, ასევე მისაბმელების ოპტიმიზაციის სფეროს. ახალგაზრდები გაეცნენ იმ პროდუქციას, რომელიც თანამედროვეა და გამოიყენება აქტიურად სოფლის მეურნეობაში. პრაქტიკული ტრენინგი გვქონდა ორ მისაბმელზე- ეს იყო , როგორც გუთანის , ასევე ვერტიკალური ფრეზის გამოყენება, რომელიც თავად ჩააბეს და შემდგომ უკვე მართეს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა”‘- განაცხადა სტუდენტებთან სამუშაოე შეხვედრის შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელმა აკაკი გოგსაძემ.
,,აგრო მოტორსში’’ რეგიონების სტუდენტებისთვის, რომლებიც აგრო სფეროს სპეციალობას ეუფლებიან, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების გამოყენების მიმართულებით ტრეინინგი ჩატარდა.
ტრეინინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს ,,აგრო მოტორსი’’-ს დამფუძნებელი, აკაკი გოგსაძე უძღვებოდა.
შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამის ნაწილია, რომელსაც ახალგაზრდა აგრონომებისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს.
აღნიშნულ პროექტში ჩართული სტუდენტები ,,ჯონ დირი“-ს სასოფლო-სამუერნეო ტექნიკის გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ და დარგის სპეციალისტთა გამოცდილება გაიზიარეს.
ტრენინგში ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადაეცათ. კომპანია ,,აგრო მოტორსი’’-ს ხელმძღვანელმა ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.




