ნინო ვიბლიანი: ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, შესაძლოა საჭირო გახდეს საჰაერო სამაშველო ტექნიკის გამოყენება

- მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან კლდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიზეზი კი რთული რელიეფია.სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნეტორის მოადგილე, ნინო ვიბლიანი არ გამორიცავს, რომ საჭირო გახდეს საჰაერო სამაშველო ტექნიკის გამოყენება.
” ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ამ ეტაპზე, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება რთული რელიეფის გამო . რადგან ვერ ხერხდება ადგილზე მისვლა , შესაძლოა საჭირო გახდეს საჰაერო სამაშველო ტექნიკის გამოყენება. ამ დროისთვის, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, პროცესში ჩარულია ყველა შესაბამისი უწყება”-აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთი გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი.




