ხობის მერი, ხეთაში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

- ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტიაცია მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად 1.8 კილომეტრზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; აშენდება ნაპირდამცავი გაბიონი; მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.
გზა, რომელიც სოფელს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან აკავშირებს, ავარიულ მდგომარეობაში იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 487 ლარია, ორ ეტაპად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.




