stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

დანაწევრებული საზოგადოების „ღირსებები“ – რას ჰგავს რეალობა?!

29.06.2020 / 29 ივნისი 2020
დანაწევრებული საზოგადოების „ღირსებები“ – რას ჰგავს რეალობა?!
  • სუბიექტურად პირდაპირ ვისაუბრებ, თუმცა, არავის გეგონოთ, რომ საკუთარ აზრს გახვევთ თავს. უბრალოდ, შეხედულებებს გაგიზიარებთ, გამოცდილებას გაგინაწილებთ და შევეცდები, შეცდომებს აგარიდოთ, რაც შესაძლოა, შედეგის განსაზღვრის გიმარტივებაში დაგეხმაროთ…

რას ჰგავს რეალობა?! – საუბარს, მაინც იქედან დავიწყებ, რომ რეალობა, ბევრად უფრო ბინძურია, ვიდრე, ჩვენ გვეჩვენება. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, რამე კონკრეტულის გაკეთებას, გვეჩვენება, რომ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც დავგეგმეთ, როგორც გვჭირდება. ვიწყებთ მიზეზების კვლევას: ხშირ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ  შესაძლოა, ხელის შემშლელ ფაქტორებთან, პირდაპირ კავშირში იყოს, ვინმეს კონკრეტული ინტერესი, რომლისთვისაც მიუღებელია ჩვენი საქმიანობა. შესაძლოა, სწორედ, აქ იყოს საწყისი იმ, ხელისშემშლელი ფაქტორებისა, თუ, რატომაც არ გამოდის ყველაფერი ისე, როგორც უნდა გამოვიდეს. არ ვწყვეტთ კვლევას, თუმცა, პარალელურად ვასკვნით, რომ ვიღაც მიზანმიმართულად გვებრძვის, – გამოსავლის ეს ვერსია, ბევრად მარტივია. კვლევისას, უმეტესად, ვერიდებით სიღრმეებში შესვლას, მიზეზი ბევრია… იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე მნიშვნელოვანი ის საქმეა, რომელსაც ვემსახურებით, მაშინ ვრისკავთ და მიზეზთა გამოსაკვლევად, სიღრმეებში შესვლასაც არ ვერიდებით. ვაწყდებით გავლენებს, რომელთანაც შესაძლოა, ვერაფერს გავხდეთ. თავიდან გვგონია, რომ საქმე რთულადაა, შეიძლება ასეც იყოს. ვადარებთ საკუთარ შესაძლებლობებს, იმ გავლენებთან, რომლებსაც კონკრეტული ადამიანები არიან ამოფარებულნი. ვწონით, გვიღირს, თუ არა დავუპირისპირდეთ მათ და შევცუროთ თუ არა, იმ სიბინძურის ზღვაში, სადაც მყარია იმის ალბათობა, რომ ისინი, „გამოცდილებით“ გვაჯობებენ. ვიწყებთ ისევ თავიდან და გვიმყარდება აზრი, რომ რეალობა ბევრად ბინძურია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუ, პესიმისტურად შევხედავთ, გვიქვეითდება ბრძოლისუნარი და არ ვაბიჯებთ ღირსებისა თუ, ღირებულებების ზღვარს. ოპტიმიზმი კი, ჟინს გვიღრმავებს, ძარღვებში სისხლს გვიდუღებს და „მოჭიმულ მდგომარეობაში“ გვამყოფებს, ტონუსში მყოფი სხეული კი დაუმორჩილებელი ხდება და გონების კარნახს მიჰყვება.

როგორია რეალობა?! – რეალობა, არც ისეთი რთულია, როგორადაც აღვიქვამთ. სინამდვილეში, ის ბევრად მარტივია. უბრალოდ, ჩვენ, ადამიანები ვართულებთ მას. ალბათ, ეს ყველაფერი, განპირობებულია იმით, რომ სიმარტივე მოსაწყენია. სინამდვილეში, ჩვენ სირთულეების შექმნით, ყოველდღიურ რუტინას ვებრძვით, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ობობას ქსელივით ვხლართავთ ყველაფერს და შემდეგ, ჩვენსავე შექმნილ ქსელში ვიხლართებით. ძირითადად, იქმნება ჩიხები, საიდანაც, თავის დაღწევას ვცდილობთ, ხან უშედეგოდ, ხანაც წარმატებით გამოგვდის…

ჩვენ, ხომ ადამიანები ვართ და ვცხოვრობთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ, თუმცა, არასდროს ვინტერესდებით იმით, შეექმნება, თუ არა საფრთხე, ან პრობლემა სხვას. ამპარტავნებით ვხვდებით, ამ მიმართულების ყველა შენიშვნას და ჩვენს ქმედებებს იმით ვამართლებთ, რომ შედეგზე ორიენტირებული „პროფესიონალები“ ვართ.

წარმატების მიღწევის, ყველას თავისი საზომი აქვს, ყველას თავისი „მეტრი“ ჰყავს. უმეტესად, „საზოგადოების“ ამ ნაწილს, ნაკლებად აქვს შეგნება. ვცხოვრობთ დიპლომიანი გაუნათლებლებისა და უდიპლომო განათლებულების ხანაში, სადაც უმეტესად, ქუჩა ბევრად დიდ განათლებას იძლევა, ვიდრე ზოგიერთი აღვირახსნინლი ლექტორის გათანამედროვებული ლექციები. ვაკონკრეტებ, ზოგიერთი!

ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც სიტყვის თავისუფლება არსებობს, თუმცა, უმეტესად, დასჯადია; სადაც, გავლენიანი იმარჯვებს, განათლებული კი „ბირჟას ამაგრებს“. ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ფარისევლობა, მლიქვნელობა და სიყალბე მომგებიანია, ერთგულება, გულახდილობა და გულწრფელობა კი – დაუფასებელი. ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც, უმეტესად, მასწავლებლის შვილი „ფრიადოსანია“, გენიოსი კი „უპერსპექტივო“. ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც მოზარდების სისხლიან გარჩევებს თავისი „მფარველები“ ჰყავთ, სადაც უგავლენოები ისჯებიან, გავლენიანები კი ხელშეუხებელნი არიან. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ყოველ მეორე ადამიანს, უსამართლობის განცდა თრგუნავს. დიახ, და ჩვენ ვცხოვრობთ!..

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თვალით დანახული რეალობა მძაფრია, მემგონი, არ ღირს ყველაფრის ასე გართულება, რადგან ცხოვრება, მაინც მშვენიერია და ამ, მშვენიერებით ტკბობა კი – ყველაფერზე მნიშვნელოვანი…

წინა პოსტი

“Energy Diet Smart” დაბალანსებული კვება ჯანსაღი ცხოვრების სტილის დასაკვიდრებლად (R)

შემდეგი პოსტი

სენაკში, სასკოლო ასაკის 406 აღსაზრდელს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გარევაჭრობა ზუგდიდში – რას ფიქრობს ხალხი, არასამთავრობოები და რას აპირებს ხელისუფლება?! [ვიდეო]

გარევაჭრობა ზუგდიდში – რას ფიქრობს ხალხი, არასამთავრობოები და რას აპირებს ხელისუფლება?! [ვიდეო]

გახარია – დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს

გახარია – დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს

რას ამბობს უკრაინის ანტიოლიგარქიული კანონი?

რას ამბობს უკრაინის ანტიოლიგარქიული კანონი?