აკაკი გოგსაძე- სოფლის მეურნეობის განვითარება თანამედროვე მიდგომებს და ინოვაციებს მუდმივად საჭიროებს

- კომპანია ,,აგრო მოტორსი”-ს დამფუძნებელი აკაკი გოგსაძე, რომელიც ქართულ ბაზარს მსოფლიო პრემიუმ ბრენდის ,,ჯონ დირი”- ის ტექნიკით წლებია ამარაგებს, მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება თანამედროვე მიდგომებს და ინოვაციების დანერგვას მუდმივად საჭიროებს.
,,ჩვენ , უკვე დაგვიგროვდა წლების გამოცდილება ამ სფეროში, წლიდან წლამდე ვიზრდებით, ვითარდებით და მოთხოვნაც პროდუქტზე მზარდია. ეს რა თქმა უნდა გუნდის მიერ გაწუელი წლების შრომამ, ბაზრისთვის ხარისხიანი და ახალი პროდუქტის მიწოდებამ განაპირობა”.
მისივე თქმით, ფერმერები,მებაღეები,მეღვინეები და მცირე მეწარმეები ,,John Deere”-ის ტექნიკაზე არჩევანს სწორედ ამიტომ აკეთებენ და იზრდება მუშაობის არეალიც, რადგან ქართულ ბაზარზე ახალი ტექნიკა შემოგვყავს და ხარისხიან, გრძელვადიან გარანტიას ვაძლებთ მომხმარებელს.
,,კორონავირუსის გავლენამ რა თქმა უნდა ყველა პროცესზე იქონია გავლენა და გარვეულწილად შეაფერხა ტემპი, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი გუნდი, ნახევრად დისტანციურ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებდა სამუშაოებს და წარმართავდა მუშაობას დადგენილი რეკომენდაციების სრული დაცვით”-აცხადებს აკაკი გოგსაძე.
მისივე თქმით, კომპანიას აქვს ბაზარზე მრავალფეროვან არჩევანი , ეს იქნება ახალი ტრაქტორები, სხვადასხვა სახის ახალი აგრეგატი, ფერმის აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის საჭირო ნაწილები თუ ტრაქტორის ნაწილები.
,,სწორედ წლები მიერ მოპოვებულმა ნდობამ მოთხოვნა-მიწოდება ყოველწლიურად მზარდი გახადა და დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წელს ერთად შევძლებთ ახალი გამოწვევის დაძლევას და სწრაფ განვითარებას”-ამბობს ,,აგრო მოტორსი”-ს პრეზიდენტი. ,,ჯონ დირი’’-ს უნიკალურობა , ეს არის ხარისხი და ინოვაცია, რითაც კომპანია წამყვან პოზიციებს არ თმობს მრავალი წელია და ჩვენი მიზანიც სწორედ ამ ფასეულობების დაცვა და მეტი კმაყოფილი მომხარებელია საქათველოში”-აღნიშნავს აკაკი გოგსაძე.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

პრემიერმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ


