ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედებისთვის სრულ მზადყოფნაშია

ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედებისთვის სრულ მზადყოფნაშია. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტობუსები 29 მაისიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
ავტობუსებს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდათ, პროცესს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში პერნამენტულად ჩატარდება.




