ზუგდიდის მერიის ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განთავსდა

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური ინსტალაცია განთავსდა. აღნიშნული ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის.
შესაბამის ფოტოს და მილოცვას ზუგდიდის ბოტანიკურის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.





