წალენჯიხაში ახალი საჯარო სკოლები შენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ,წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ ლეჟაში, სოფელ ეწერსა და ქალაქ წალენჯიხაში საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ლეჟას უბანში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი ხის შენობაში ტარდებოდა, სადაც არ იყო ელემენტარული პირობები. სოფელი სკოლის აშენებას წლების მანძილზე ელოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით კი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთისა და ნაკიფუ-ლეჟას ტერიტორიაზე 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი.
უახლოეს დღეებში დაიწყება კანთის საბაზისო სკოლის მშენებლობაც. აღნიშნული სკოლების მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა -„სტარი“- ახორციელებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 1,279,750.00 ლარს. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა ხორციელდება. ეწერის საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 233 414.41ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აგრომშენსერვისი ასრულებს . ახალი საჯარო სკოლა120 მოსწავლეზეა გათვლილი.
უახლოეს დღეებში დაიწყება წალენჯიხის #4 საჯარო სკოლის მშენებლობაც. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ქალაქ წალენჯიხის სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწო. წლების მანძოლზე საჯარო სკოლა ამორტიზირებული იყო და მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება უწევდათ არასათანადო გარემოში.
ტენდერი გამოცხადებულიქნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით. წალენჯიხის #4 საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული .პ.ს „ ჯავა“ ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 276 000 ლარს. სკოლები ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი.
შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საგანმანათლებლო რეფორმის ძირითადი პრიორიტეტია. შესაბამისად, გეგმაზომიერად, საჭიროებებიდან გამომდინარე და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. აქედან გამომდინარე დანარჩენ სასკოლო დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება და ახალი სასწავლო წლისათვის მოსწავლე-მასწავლებლებს მოუწევთ თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილ სკოლებში სასწავლო პროცესის გაგრძელება.




