ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე ამ წუთებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე ამ წუთებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და ადგილობრივებს ამოწმებენ.
მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით, არც ერთ მათგანს ტემპერატურა არ გამოვლენია. სპეციალური ეკიპირებით ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ და მათ მოუწოდებენ, რომ სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.
ამასთან, სთხოვენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულას ან 112-ს მიმართონ. წერეთლის ქუჩაზე ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ქუჩიდან კარანტინში 15-მდე არასრულწლოვანია გადაყვანილი.




