ზუგდიდში, სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება

ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოცაილურად დაუცველი ჯგუფებისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.
ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, საქართველოში თურქეთის საელჩო და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) ჩაერთო. თურქეთის საელჩომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 100 სასაჩუქრე პაკეტი გადასცა, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 9000-მდე ოჯახს სასურსათე პაკეტი უკვე გადაეცა. სასურსათო ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები ურიგებენ.




