ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას ინფორმაციით აღნიშნული პირები ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმტოფებოდნენ და ვადა დღეს ეწურებოდათ.
დადასტურებულიდან 60-70 წლის ასაკობრივი ჯგუფია ორი (ქალი და მამაკაცი) და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე კი არის 25 წლის ქალბატონი. დადასტურებული პაციენტები თეთრიწყაროს კლასტერია.
ცნობისთვის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გამოიკვლიეს 46 ადამიანი, აქედან 3-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, 2-ის პასუხს ელოდებიან, ხოლო 41 უარყოფითია. ინფიცირებულები თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან.
იმ პაციენტებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. რამდენიმე წუთში რუსიხ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.



