ლევან იზორიამ ჩხოროწყუში შექმნილ ფონდში სოლოდური შემოწირულობა განახორციელა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოქმედ ფონდში, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ინციატივით შეიქმნა და დახმარებას უწევს სხვადასხა მოწყვლად ჯგუფებს, სოლიდური შემოწირულობა განახორციელა წარმოშობით ჩხოროწყუელმა პოლიტიკოსმა ლევან იზორიამ.
იზორია წლების განმავლობაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში იკავებდა მაღალ თანამდებობეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ექს მოადგილე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად საქართველოს ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
ჩხოროწყუში შექმნილ ფონდს ამ ეტაპისთვის 30_ზე მეტი შემომწირველი ჰყავს, სადაც ყველაზე დიდი თანხა 30 000 ლარი საქველმოქმედო ფონმა ,,ხარებამ” ჩარიცხა. ფონდმა დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000 _ზე მეტ ოჯახს, ფონდი აქტიურად აგრძელებს მოსახლეობის მხარდაჭერას და დახმარებას.
მაისის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 500 ოჯახისთვის დახმარების გაწევა. ასევე გახსნილია ცხელი ხაზი სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს.




