ხობის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება გრძელდება

ახალი კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ხობში ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავების პროცესი გრძელდება. დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდებული სპეციალური ხსნარით 9 აპრილის ქუჩა, ავტოსადგურის და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა.
სადეზინფექციო სამუშაოები შპს ,,ხობი დასუფთავება და განათებამ“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს. სამუშაო პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.




