“ერთმანეთისთვის” -STV.GE ახალ პროექტს იწყებს

კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკამაც დარტყმა მიიღო: ბევრმა კომპანიამ საქმიანობა შეაჩერა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული დროის განმავლობაში უფასო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს. STV.GE-ს სპეციალური პროექტი “ერთმანეთისთვის” მიზნად ისახავს იმას, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და დამწყებ მეწარმეებს საკუთარი მედიაპლატფორმით საინფორმაციო მხარდაჭერა გამოუცხადოთ.
დღეს გთავაზობთ სენაკელი მებაღის, თემურ მამულიას მხარდასაჭერ აქციას. დავეხმაროთ მებაღეს ყვავილების რეალიზაციაში.




