სასურსათო კალათები ფოცხოსა და ზღვაიას დასახლებაში, კომპაქტურად ჩასახლებულ 100 ოჯახს გადაეცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუასა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფატმა სერენ იაზგანის ერთობლივი ინიციატივით, COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხოსა და ზღვაიას დასახლებაში, კომპაქტურად ჩასახლებულ 100 ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცა.
დევნილ მოსახლეობას საჩუქრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ გადასცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სერენ იაზგანის და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი ზარქუას გაწეული დახმარებისათვის.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერია დამატებით 11 ოჯახს სახლს აუშენებს და 10 ოჯახს „ერთ თბილ ოთახს“ მოუწყობს

კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12-ვე პუნქტის 100%-ით შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს, მეტიც უკრაინასა და მოლდოვას შარშან უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს


