მოკლული პოლიციელის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა კანონის უმკაცრესი ზომით აგოს პასუხი დამნაშავემ

მესტიაში თანამშრომლის მიერ მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადმოასვენეს. მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა კანონის უმკაცრესი ზომით აგოს პასუხი დამნაშავემ.
მოკლული პოლიციელის ცოლის ინფორმაციით, ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს და ოჯახისთვის უცნობია თუ რა გახდა დანაშაულის მოტივი.




