მიზანმიმართული ფეიკნიუსი – “ოდიშინიუსის” ჟურნალისტს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

“covid-19-ის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის კუთხით საქართველო 40 ქვეყანაშიც ვერ მოხვდა” – ასეთი სათაურით სტატიას აქვეყნებს ზუგდიდში ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა “ოდიშინიუსი”. სტატიის ავტორია ე.წ ჟურრნალისტი ლევან თორია, რომელიც ამავე დროს ისეთი აქციების ორგანიზატორია, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობის დროს პირბადეების დარიგება და ამის ფონზე გამოწვეული მიზანმიმართული ქაოსი.
“ჟურნალისტს” სტატიაში გამოყენებული აქვს ავტორიტეტული მსოფლიო მედია ორგანიზაციის FORBES-ის სტატია რომლის მიხედვითაც დასახელებულია 40 ქვეყანა, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ებრძვიან კორონავირუსს. ამავე სტატიაში ვკითხულობთ ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც წარუმატებლები აღმოჩნდნენ COVID-თან ბრძოლაში.
“ოდიშინიუსის” ჟურნალისტს საზოგადოება შეცდომაში განზარახ შეჰყავს და ის ამბობს, რომ საქართველო 40 ქვეყანაში ვერ მოხვდა. შესაბამისად საქარველო ნახსენები არ არის არც წარუმატებელი ქვეყნების ჩამონათვალში.
რეალობა კი ასეთია. კვლევა ჩატარდა 200 ქვეყანაში Deep Knowledge Group-ის მიერ, თუმცა FORBES -მა მხოლოდ 60 ქვეყნის მონაცემები მიიღო. გამომდინარე აქედან, ეს არ არის ის სრული მონაცემი, რომელიც 200 ქვეყანას ერთად მოიცავს. “ოდიშინიუსის” ე. წ ჟურნალისტი კი ამ ფაქტს მკითხველს არც აცნობს, რადგან ამ საშუალებით გამოიწვიოს საზოგადოების დაბნეულობა და შესაბამისად შეცდომაში შეიყვანოს.




