აქცია სენაკში, კომპაქტურად ჩასახლებული 70 წელს გადაცილებული დევნილებისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სოციალურ აქტივობას ახორციელებს.
დღეს, სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში კომპაქტურად ჩასახლებულ, 70 წელს გადაცილებულ დევნილ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გურამ მისაბიშვილმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან – გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან – კახაბერ კუპრეიშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კოტე ბასარისთან ერთად გადასცეს.
სოციალური აქტივობა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება, სამეგრელოს რეგიონს მოიცავს.
აქციის ფარგლებში, სასურსათო ნობათებს, სენაკის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებული, 70 წელს გადაცილებული – 404, სამეგრელოს მასშტაბით კი – 2 725 დევნილი ბენეფიციარი მიიღებს.




