ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გადმოიყვანეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გუშინ გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, მათ covid 19 ის თვის დამახასიათებელი სიმპტომები აღებიშნებოდათ.
ორივეს მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. მამაკაცს რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო მეორე პაციენტის კვლევის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.




