„ანორთოსისის“ ზუგდიდელი მეკარე 10 ოჯახს დაეხმარა

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მეკარე ლუკა მიქაია 10 ოჯახს დაეხმარა – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ გაავრცელა.
„ლუკა მიქაიამ 10 ოჯახის მხარდასაჭერად 500 ლარი გაიღო. ლუკა 18 წლის სპორტსმენია, კვიპროსის საფეხბურთო კლუბ “ანართოსისის” მეკარე. იგი დღეს მხარში უდგას საკუთარ ქალაქს, ეს ახალგაზრდა ადამიანი თანაქალაქელებს სურსათით უზრუნველყოფს! განსაკუთრებული მადლობა 18 წლის ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ესოდენ დიდი სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია, ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი! ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ასეთი სოლიდარობა! მადლობა ლუკას, მადლობა ყველას, ვინც იკისრა ქველმოქმედება, მაშინ, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ეს ყველაფერი!” – წერს კონსტანტინე კაკავა.
ლუკა მიქაია „ანორთოსისის“ ყველაზე უმცროსი ფეხბურთელია. 19 წლის მეკარე თემურ ქეცბაიამ 2019 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ მიიწვია. ლუკა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.




