ზუგდიდის ინფექციურში ლუგარის ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან შემოყვანილი ორსული ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე ბოქსირებულ კანყოფილებაში რჩებიან. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ახლაგაზრდა ქალს აღენიშნება ცხელება და ხველა. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს მას შეყვანის მომენტში მამაკაცს აღენიშნებოდა ცხელება.
ორსულიქალი იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და სამეგრელოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი კი სტუმრად იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონსა და დრანდაში. 29 მარტს, როცა დაბრუნდა, კარანტინში გადაიყვანეს.
შემოყვანილი პაციენტების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გადაიგზავნა. პასუხს ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლომდე ელოდებიან.
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის ორი დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.




