სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ,,ცხელების ცენტრები“ ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ,,ცხელების ცენტრები“ მოეწყო, ცენტრები მოწყობილია ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და სენაკში. ცხელების ცენტრი ასევე მზადდება მესტიის საავადმყოფოში.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – ნინო ვიბლიანი, ლუდუკ ხასია და დავით ვერავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
კლინიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.
ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.
ცხელების ცენტრების მედპერსონალის გადამზადება მოხდა და ტრეინინგები ჩაუტარდათ.




