მეუფე გერასიმე: საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ სამნიც ვართ, 30 ვართ და ბევრნიც ვართ

,,საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ სამნიც ვართ, 30 ვართ და ბევრნი ვართ,”- ამის შეასახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, სააღდგომო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებს ისე ჩატარდება როგორც წესია.
,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გადაწყვიტა ის როგორი ლოცვა- კურთხევაც არის საქართველოს პატრიარქის. მემგონი იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია. ჩვენ საქართველოს პატრიარქის სასულიერო პირები პატრიარქს ვუცხადებთ სრულს ნდობას. რომელ განცხადებაში წერია სამზე მეტი ადამიანი არ შეიძლებაო?,”- განაცხადა მეუფე გერასიმემ.
როგორც მეუფემ აღნიშნა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელისფლებასთანაც იქნება.
მსგავსი სიახლეები

მეუფე გერასიმე: ჩვენთისაც მოულოდნელი იყო საგანგებო მდგომარეობა. შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ როგორ მოვიქცეთ

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა თუ ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი


