მერიის შემდეგ ინფეციურ საავადმყოფოს დახმარებას სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაცია უწევს

სამეგრელო-ზემო სვანეთისგუბერნატორი და სამხარერეო ადმინისტრაციის აპარატი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს დახმარებას უწევს. რამდენიმე წუთის წინ გუბერნატორის მოადგილის, დავით ვერავას ინიციატივით, ინფექციურმა საავადმყოფომ 500 ცალი დოლბანდის პირბადე უსასყიდლოდ მიიღო.
“ძალიან დიდი მადლობით მიდა დავიწყო, დიდი მადლობა ზუგდიდის მერს, რომელმაც მედპერსონალისთვის გამოყო მუნიციპალური ტრანსპორტი და მადლობა გუბერნატორის ადმინისტრაციას პირბადეებისთვის. გუბერნატორისგან ეს არ არის პირველი დახმარება. ჩვენ მივიღეთ ასევე სპეც ფორმები, რომელიც აუცილებელია ბოქსპალატებში სამუშაოდ. ჩვენთვის ეს ნიშნავს ძალიან ბევრს, რაც თავისთავად დასაფასებელი და აღსანიშნავია”,-აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ნოდარ ჩიქოვანი.




