ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებისა და საერთო სივრცეების სპეციალური ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს. ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოსაცდელები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა 52 სკოლას, 62 საბავშვო ბაღს და ყველა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებას.




