ჩხოროწყუში, მოხალისეები სხვადასხვა აქტივობას აგრძელებენ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან თავის დასაცავად სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება. აქტივობებში მოხალისეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუაა ჩართული. მერმა დღეს მოხალისეთა ჯგუფის წევრებთან ერთად რიგების მოწესრიგებაში მიიღო მონაწილეობა , ასევე , მოუწოდა მოქალაქეებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა, დარჩნენ სახლში.
მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა სოციალურად დაუცველ ,მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფებს საკუთარი ხარჯებით, საკვები პროდუქტი შეუძინეს და სახლში მიუტანეს.ასევე, საკვები სახლში მიუტანეს უპოვართა სასადილოში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს. მონაწილეობა მიიღეს რიგების მოწესრიგებაში და დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.
სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ემსახურებიან. ეხმარებიან რისკ ჯგუფში მყოფებს, ჯგუფის წევრები უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვადასხვა ობიექტზე რიგების მოწესრიგებას, აკონტროლებენ მოქალაქეებს შორის დისტანციას. მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ სადილს სახლში მიუტანენ. საჭიროების შემთხვევაში ასრულებენ ასევე სხვა დამატებით სამუშაოს.




