მეუფე გრიგოლი: ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან და არა პირიქით

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეკლესიაში ღვთისმსახურებები შეწყდება. ამის შესახებ მეუფემ ფოთის საკათედრო ტაძარში წუხელ ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა რომ შეიძლება ადამიანმა ეკლესიაში ვერ შეძლოს მოსვლა იმის გამო კი არა რომ ვინმე უკრძალავს მოსვლას, არამედ იმიტომ რომ ღვთის გულისთვის დაიცვას საკუთარი თავიც და სხვაც.
,,გასაგებია, როცა გადაბრუნდება გზა, მერე გამოჩნდება მსხვერპლიო. მსხვერპლი როცა იქნება და მსხვერპლის რაოდენობა გაასწრებს ინფიცირებულთა რაოდენობას მერე სხვადასხვა დასკვნები გაკეთდება და შეიძლება გვიან იყოს.პრობლემები რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ.ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც.ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან და არა პირიქით,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას – გვინდა ევროპული მომავალი? მაშინ უნდა გავაგრძელოთ შენება და არა ნგრევა

მეუფე გერასიმე: არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს ვისაც უნდა არა


