ხობში, 200 სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ოჯახი სასურსათო პროდუქტს მიიღებს

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ოჯახი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს მიიღებს. სასურსათო კალათას სოციალურად დაუცველ ოჯახებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ.
პროდუქტების გაცემის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მერი დაესწრნენ. პროდუქტის გადაცემა კერძო ბინზესის შემოწირულობით განხორციელდა. ამავდროულად ხობის მერია საკუთარი სახსრებით დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო პაკეტს გადასცემს.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხობის მსგავსად სოციალურად დაუცველებებისა და რისკ ჯგუფის მოქალაქეებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტის გაცემა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.




