რამდენიმე ათეული პირბადე და ქაოსი ქალაქის ცენტრში – რა ხდება ზუგდიდში?

ზუგდიდის ბულვარში დღეს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, პირბადეების და ჰიგიენის საშუალებების დარიგებისას, მოქალაქეები ჯგუფებად იდგნენ დისტანციის გარეშე.
არეულობა და ქაოსი ქალაქის ცენტრში “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მოაწყვეს.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიეცათ სამართალდამცავებისგან გაფრთხილება, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ამ თავშეყრის უფლება არ ჰქონდათ, მაინც იგივე გაგრძელდა რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხოლოდ რამდენიმე ათეული პირბადე დაარიგა მოსახლეობაში, რომლითაც ქაოსი და უწესრიგომა გამოიწვია.
შეგახსენებთ რომ, 21 მარტს საქართველოში კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მიხედვით, იკრძალება 10 ზე მეტი პირის შეკრება. ასევე ჯანდაცვის რეკომენდაციების თანახმად, ვირუსის გავრცელების აცილების მიზნით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან დისტანცია.






