ზუგდიდში 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გვიან ღამით შეყვანილ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ნანა ოდიშარის თქმით, პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს საღამოს მიიღეს. რაც შეეხება პაციენტის ზოგად მდგომარეობას, მას ტემპერატურა აღენიშნება თუმცა სტაბილურადაა.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 70 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებლი ნიშნებით წუხელ მოათავსეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ზუგდიდში 20 მარტს ჩამოვიდა. პაციენტს ჩამოსვლის დროს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა




