ჯვარში მოქმედ უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარებს მოხალისეები ემსახურებიან

დღეიდან ქალაქ წალენჯიხასა და ჯვარში მოქმედ უმწეოთა სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა. ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.
მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ემსახურებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უმწეოთა სასადილოებში იმყოფებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია.
პერმანენტულად ხდება სასურსათო მაღაზიების სანიტარული ნორმების მონიტორინგი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების გაცნობა.




