სენაკში მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალის წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფებს ტრენინგი ჩაუტარეს.
ტრენინგზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეშვილი ესწრობოდნენ, მოხალისეებს სათანადო კონსულტაციები გაეწიათ.
მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები დაკომპლექტდა მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც რისკ ჯგუფში მყოფ ბენეციარებს დაეხმარებიან.
მოხალისეებმა, საჭიროების მიხედვით, ასევე უნდა უზრუნველყონ:
?ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების შინმიტანა;
?საბავშვო და ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესში მონაწილეობის მიღება;
?ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების მოწესრიგება.
?აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.




