ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ა(ა)იპ-ების, სასამართლოს შენობების დერეფნები, კიბეები, მოქალაქეთა მისაღები და სამუშო ოთახები. ასევე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა დევნილთა დასახლებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
სამუშაოებს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი ახორციელებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ჩხოროწყუში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლებს, ბაღებს, სხვადასხვა დაწესებულებებს.
სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა გაეცნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოაგილე ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე,ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
- ☎ ცხელი ხაზი: 599856577; 599856565; 599850175; ? ელ.ფოსტა: info.gamgeoba@gmail.com ? Fb: https://bit.ly/2W9iFOr #StopCov




