დავით ფარცვანია: მე ყოველთვის თქვენ გულშემატკივრად და მეგობრად ვრჩები!

სამეგრელო-ზემო სვანეთის უკვე ყოფილი ვიცე გუბერნატორი დავით ფარცვანია სოციალურ ქსელში ემშვიდობება რეგიონს და განსაკუთრებით რეგიონის ახალგაზრდობას. მან ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ დაწერა:
გაიარა ჩემი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულმა, საინტერესო და სასიამოვნო 8 თვემ. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რა გაკეთდა და როგორ, ამ 8 თვის განმავლობაში. ეს ხალხმა უნდა შეფასოს. მაგრამ, ჩემის მხრივ ვიტყვი, რომ როგორც ზუგდიდელისთვის – ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მემსახურა ჩემი რეგიონისთვის, ჩემი წილი აგური დამედო მისი განვითარებისთვის და წინსვლისთვის.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო ის ხალხია, რომელიც თავისი ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობენ საკუთარი რეგიონის მომავალი უკეთესი გახადონ! განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები – გულანთებულები და მოწადინებულები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მომავალი იყოს უფრო კარგი და ნათელი!
მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები; გპირდებით, მე ყოველთვის თქვენ გულშემატკივრად და მეგობრად ვრჩები!
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მეგობრობისთვის, ნდობისა და ერთგულებისთვის და მომავალ შეხვედრამდე! ✊?❤️
P.S ცხოვრება მოძრაობაა! “-წერს დავით ფარცვანია სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში

დავით ფარცვანია: ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ველის პოლარიზაცია და კრიზისი


